2:28 PM
“რომა”: ახალი სტადიონი სამ წელიწადში



"მგლების” პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ ახალი არენის მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომაელები "ოლიმპიკოზე” თამაშობენ, რომელიც 60-იანი წლების დასაწყისში აშენდა.

"უკვე 18 თვეა, რაც რომში ახალი სტადიონის მშენებლობაზე ვმუშაობთ. "ოლიმპიკოზე” 80 ათასი ადამიანი ეტევა, თუმცა მაყურებელი მოედანს ნორმალურად ვერ ხედავს, რაც ძალიან კარგი არაა”, – აცხადებს პალოტა.

"ახალი, 60 ათასიანი სტადიონის აშენებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს თვეებში რამოდენიმე ინფორმაცია გვექნება. Nike იქ ახალ მაღაზიას გახსნის, ჩვენი კი დიდების დარბაზს გავაკეთებთ. ღირებულება? ამის შესახებ საუბარი არ მსურს”.

წყარო: Football Italia

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: