18-წლის ესპანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შეძლო და ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებითაც დაიმსახურა.
ადრე,თავად ფეხბურთელმა განაცხადა,რომ კარიერის დასრულება "ენფილდზე" სურს,ახლა კი მისი სიტყვები "ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა გაიმეორა.
"სუსო ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს,რადგან ჩვენ მას ვენდობით.ვხედავ,რომ იგი აქ ძალიან ბედნიერია,და ვთვლი,რომ მას კარიერის დასრულება "წითლების" შემადგენლობაში სურს",-განაცხადა როჯერსმა.
"მე ძალიან მოხიბლული ვარ.სუსო კარგი ადამიანია,რომელსაც ძალიან ბევრის სწავლა სურს.იგი ძალიან ტექნიკურია და ჭკვიანი,რასაც მე ვაფასებ",-დაამატა ბრენდანმა.

წყარო: Press Association