8:52 PM
როჯერსი: სუარესის გაყიდვას არ ვაპირებთ



"ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს იმედი აქვს, რომ ლუის სუარესი მომავალ სეზონშიც დარჩება კლუბში. როგორც გახსოვთ, სუარესმა 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო "ჩელსის” მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩისთვის კბენის გამო, ამიტომ მას მომავალი სეზონის დასაწყისის გამოტოვება მოუწევს. ამის გამო ჭორები გავრცელდა, თითოქს მერსისაიდელები პრობლემური თავდამსხმელის გაყიდვას აპირებენო, თუმცა როჯერსმა ყველა ჭორს ბოლო მოუღო.

"ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს. "ლივერპული” ურუგვაელის გაყიდვას არ აპირებს. ვცდილობთ, კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ და ისეთი შემსრულებლები, როგორიც ლუისია, გვჭირდება”, -განაცხადა როჯერსმა.

"ამავდროულად, ეჭვი არ მეპარება, რომ ზაფხულში ლუისის შეძენას ბევრი კლუბი ეცდება. ის ტოპ-კლასის ფორვარდია და ყოველთვის ექცევა სხვათა ინტერესების სფეროში. ჩვენი პოზიცია კი ნათელია- სუარესის შენარჩუნება გვინდა”.

ამ სეზონში ურუგვაელმა ბომბარდირმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 23 გოლისგ ატანა შეძლო.

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: