12:51 PM
როჯერსი სტარიჯზე ...




მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი საკუთარი გუნდის ახალწვეულზე დანიელ სტარიჯზე საუბრობს.

ჩრდილო ილანდიელ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ სტარიჯის ტრანსფერი "ლივერპულში" გაამართლებს. მინდა შემოგთავაზოთ როჯერსის მცირე ინტერვიუ.

"დანიელ სტარიჯის შენაძენი ძალიან მახარებს. იგი ჯერ 12 წლის იყო, როდესაც ჩემთან ერთად მუშაობდა, შემდეგ ჩაირიცხა "მანჩესტერ სიტიში" სადაც თავი გნსაკუთრებულად გამოიჩინა. ამის შემდგომ იგი ლონდონის "ჩელსიში" მოგვევლინა, თუმცა იქ ძირითადში ვერ დამკვიდრდა, ამიტომაც ახლა მას მე ვაძლევ შანსს, რომ თავი მერსისაიდული "ლივერპულის" ფორმით გამოიჩინოს.", - აცხადებს ბრენდან როჯერსი.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად გადავიდა ახალგაზრდა ინგლისელი "ლივერპულში". ამ ტრანსფერს ზოგისგან იმედგაცრუება ზოგისგან კი სიხარული მოჰყვა. ამის მიუხედავად როჯერსი მიიჩნევს, რომ სტარიჯი გუნდის შეტევის პოტენციალს გაზრდის. მისი თქმით დანიელ სტარიჯს ძალა შესწევს, რომ "ლივერპულის" ძირიტად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.

"სტარიჯი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ძალიან სწრაფი, მოქნილი, ენერგიული, ტექნიკური და აქვს მშვენიერი დარტყმაც. დიდი იმედი მაქვს, რომ სტარიჯი მერსისაიდული კლუბის ძირითადში დაიმკვიდრებს. პირადად მე ამ ტრანსფერმა ძალიან გამახარა და ვთვლი, რომ 23 წლის ინგლისელი ფეხბურტელი აუცილებლად გაამართლებს.", - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sky Sports.
 
ნანახია: 244 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: