1:40 PM როჯერსი: მთავარი მისია კარაგერის კარიერის არ დასრულებაში დარწმუნებაა | |
![]() "ლივერპულის” ვეტერანი მცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებს. მიმდინარე სეზონში 35-წლის კარაგერმა "წითლების” მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა. "ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი კი ჯეიმისთან საუბრის გამართვას აპირებს, მის მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ამ ზაფხულს კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით. "ჯეიმი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და მჯერა, რომ მომდევნო სეზონში იგი ამაზე უარესად არ ითამაშებს. კარაგერთან საუბარი მექნება, მის დარწმუნებას ვაპირებ იმაში, რომ კარიერა არ დაასრულოს და კიდევ ერთი სეზონი ითამაშოს. ვნახოთ, რა გამომივა”, – განაცხადა როჯერსმაGoals on Sunday-სთან საუბარში. "ლივერპულის” შემადგენლობაში კარაგერი 1996-წლიდან ასპარეზობს. "წითლების” მაისურით ჩატარებულ 17 წელიწადში ჯეიმიმ 503 შეხვედრა ჩაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |