10:25 AM როჯერსი “კარდიფ სიტის” პრემიერლიგაში გადმოსვლას მიესალმება | |
![]() "ლივერპულის” მენტორი, ბრენდან როჯერსი თვლის, რომ "კარდიფ სიტი” სრულყოფილი გუნდია პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის. გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ სამი ტურის წინ "კარდიფ სიტი” ოფიციალურად გახდა პრემიერლიგის მოასპარეზე გუნდი. როჯერსი კი მოუთმენლად ელის უელსურ დერბს "სუონსისთან”. "სუონსი გახდა პირველი გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში გადმოვიდა და ორი სეზონის ბრწყინვალედ იასპარეზა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პრემიერლიგა იქნება წარმატებული ჩემპიონატი, თუ იქ ორი უელსური კლუბი მაინც იქნებათქო”-განაცხადა როჯერსმა მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ "სუონსი” 2011 წელს პრემიერლიგაში ბრენდან როჯერსმა გადმოიყვანა. "მე მქონდა დრო გავსაუბრებოდი მალკი მაკემს და მე მას ვუთხარი, რომ ეს დიდი წარმატებაა”-დასძინა როჯერსმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |