12:50 PM როისი: “ვიმედოვნებ, არც ჰუმელსი და არც რომელიმე სხვა გუნდს არ დატოვებს” | |
![]() დორტმუნდელების ლიდერი იმედოვნებს, რომ უახლოეს ზაფხულში ლიდერები გუნდს არ დატოვებენ. "იმედი მაქვს, ამ ზაფხულს "დორტმუნდს” წამყვანი ფეხბურთელები არ დატოვებენ. ვიმედოვნებ, არც ჰუმელსი და არც რომელიმე სხვა გუნდს არ დატოვებს”. "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ეს კლუბი ჩვენთვის ყველაფერია, აქ თავს ისევე კარგად ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. გასახდელში საოცარი ატმოსფერო სუფევს, დორტმუნდში ყველაფერი შესანიშნავია”. "უახლოს წლებში ვფიქრობ, რომ ჰუმელსი მსოფლიოში საუკეთესო იქნება, თუმცა ახლაც საოცარ თამაშს აჩვენებს. მატსი დაცვიდან შეტევაში ბრწყინვალედ ერთვება, იგი თავისი ბრწყინვალე გადაცემებითაც გამოირჩევა და არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ისიც, რომ მას ადვილად შეუძლია მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა. ჰუმელსს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში”, – განაცხადა მარკო როისმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |