11:02 PM
რობინიო და აბატე "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ



"მილანი" თასის მატჩში "იუვენტუსის" წინააღმდეგ სერიოზული საკადრო პრობლემებით წარსდგება.

რობინიო "ბებერი ქალბატონების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ბრაზილიელ შემტევს ფორმა სრულიად დაკარგული აქვს, მას დიდი ხანია "მილანთან" ერთად არ უვარჯიშია, იგი რეგულარულად აცდენდა ვარჯიშებს. მასთან ერთად მატჩს აბატეც გამოტოვებს, ფეხბურთელი სულ მალე "ზენიტში" გადავა.

ამათ გარდა "მილანის" ლაზარეთში შემდეგი ფეხბურთელები იმყოფებიან: აბიატი, იეპესი, მესბა, ბონერა, ზაფატა, მუნტარი და დე იონგი.

ამის მიუხედავად "როსორენის" გულშემატკივრებისთვის კარგი ინფორმაციაც მაქვს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ თამაშს ფილიპ მექსე შეძლებს.
ნანახია: 255 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: