11:53 AM
რობი კინი "ტოტენჰემში" ივარჯიშებს



მიუხედავად ამისა, თავდამსხმელი ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს.

ცნობილი გახდა, რომ "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ "ლოს-ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელს რობი კინს უფლება მისცა მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში "დეზებთან" ერთად ევარჯიშა, რათა ფორმა შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის MLS-ში ამჟამად შესვენებაა.

თუმცა, ასევე იტყობინებიან, რომ არც თავად რობი კინი და არც "ტოტენჰემი" არენდის ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ.

კინი აცხადებს, რომ მას "ტოტენჰემში" მხოლოდ ფორმის შენარჩუნება სურს, რაც შეეხება "დეზების" მთავარ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ-ბოაშს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს თავდასხმის ხაზში გაძლიერება არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ ადებაიორი აფრიკის თასზე გაემგზავრა.

ნანახია: 287 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: