7:17 PM
რობენს ზურგის ტკივილებმა შეახსენა თავი



არიენ რობენი ამ წელს ვეღარ დაბრუნდება საფეხბურთო მოედანზე.

"ფეხის კუნთები თითქმის განიკურნა, მაგრამ ზურგზე კვლავ ვიგრძენი ტკივილი. ეს ტკივილები წინა კვირიდან მაწუხებს", - განაცხადა "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა.

"არ ვიცი, დავუბრუნდები თუ არა მოედანს ამ წელს. ახლა ვიწყებ რეაბილიტაციის კურსს. იმედი მაქვს, ექიმები რაც შეიძლება მალე გაუმკლავდებიან ზურგთან დაკავშირებულ პრობელმას".

"მოედანზე დაბრუნებას ოპტიმალურ კონდინციებში შევძლებ. 2013 წელს ოპტიმისტურად ვუყურებ. მოტივირებული ვარ და მზად ვარ, წამყვანი როლი შევასრულო გუნდში. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზამთრის შესვენების შემდეგ იშვიათად ვტოვებ მატჩებს", - დაასრულა არიენ რობენმა.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: