მიუნჰენის "ბაიერნის" ნახევარმცველი, არიენ რობენი, განაგრძობს აღდგენით სამუშაოებს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში მიიღო. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ აი უკვე ორ კვირაზე მეტია არიენი მოედანზე გამოსვლას ვერ ახერხებს. ჰოლანდიელს ნაკრების თამაშის გამოტოვებაც მოუწია.
France Football-ის ინფორმაციით, ნახევარმცველს ლაზარეთში ყოფნა კიდევ მინიმუმ 1 კვირით მოუწევს. ასე რომ, რობენის მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, სადაც "ბაიერნი" ფრანგულ "ლილს" დაუპირისპირდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა.

წყარო: France Football