9:49 AM
რობენი: “ბარსელონას” ოთხბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია”



არიენ რობენი თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ არ მოდუნდნენ და საპასუხო შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით შეხვდნენ.

"რა თქმა უნდა, ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გვინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ განმეორებით დაპირისპირებაში პირველ მატჩზე ცუდად არ უნდა ვითამაშოთ”, – აცხადებს "ბაიერნის” შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი.

"ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შესაძლებელია, რომ დავუშვათ – იმის დაჯერებაა, რომ უკვე ფინალში ვართ. თუ არსებობს ისეთი გუნდი, რომელსაც ოთხბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია, მაშინ ეს გუნდი "ბარსელონაა”.

"შესაძლოა, მომდევნო დაპირისპირებას უფრო კონცენტრირებულნი უნდა შევხვდეთ, ვიდე საშინაო მატჩს. პირველივე წუთებიდან შეხვედრის ბოლო წუთამდე გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – დაასრულა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "ბაიერნის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: