12:15 PM
"რკინის ფელიქსის" მეთოდები

"ვოლფსბურგის" დამრიგებელი, ფელიქს მაგათი მსოფლიოში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სპეციალისტი. ამის გამო დიდი კლუბები მას სამუშაოდ არ იწვევენ - წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებათ რონალდუს ან მესის, მაგათმა რომ ღამის სამ საათზე გააღვიძოს და 3 კილომეტრი კროსით არბენინოს. სწორედ ასე მოიქცა იგი წინა ტურში, როდესაც "ვოლფსბურგი" "ბაიერნთან" დამარცხდა. "სადამმა" (გერმანიაში მას სწორედ ასე მოიხსენიებენ). შეგირდები ტყეში რამდენიმე კილომეტრზე არბენინა და შემდეგ მათ წყლის დალევის საშუალება არ მისცა.

"ბაიერნთან საზიზღარი თამაშის შემდეგ, თქვენ წყალს არ იმსახურებთ", - "ბილდის" მიხედვით, სწორედ ასეთი რამ განუცხადა მაგათმა მოწყურებულ ფეხბურთელებს.

ამ ინციდენტმა გერმანიაში სკანდალის აგორება გამოიწვია და შედეგად "ვოლფსბურგის" დამრიგებელს ჟურნალისტებთან თავის მართლება მოუწია. როგორც სპეციალისტმა განაცხადა, მას ყველა ბოთლი არ დაუცლია და მოთამაშეებმაც წყურვილის დაკმაყოფილება შეძლეს. მაგათის მეთოდები ჯერჯერობით შედეგს არ იძლევა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 7 მატჩიდან "მგლებმა" მხოლოდ 5 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან. გთავაზობთ "რკინის ფელიქსის" სასჯელთა სიას

- ჩავკეტოთ მოთამაშეები ბაზაზე და არ მივცეთ უფლება, რომ ვინმეს დაეკონტაქტონ.

- დავაკისროთ ჯარიმები იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ტაქტიკურ დავალებებს ჯეროვნად ვერ შეასრულებენ ან ცუდათ ითამაშებენ.

- ღამით მთელი გუნდი გარეთ გავყაროთ და ვარბენინოთ.

- დავაძალოთ მოთამაშეებს, რომ თხილამურებით ირბინონ და არ მივცეთ უფლება ერთმანეთს დაეხმარონ.


ვრცელდება ხმები, რომ ყოფილა შემთხვევები, მაგათის სავარჯიშო სესიებიდან მოთამაშეები სასწრაფო დახმარების მანქანას წაუყვანია.
ნანახია: 325 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რკინის ფელიქსის მეთოდები | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: