10:27 PM
რიბერის “ბაიერნში” დარჩენა სურს



გერმანული გრანდის ფრანგი ლიდერი დიდი სიამოვნებით მოაწერს კლუბთან ახალ ხელშეკრულებას, თუ მას ასეთი წინადადება მიუვა.

რამოდენიმე დღის წინ მიუნხენელების სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა განაცხადა, რომ კლუბი რიბერის ახალ კონტრაქტს უმზადებს.

"ახალ კონტრაქტის დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს! მიუნხენში ძალიან ბედნიერი ვარ. თუ ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობა მომეცემა, ასეთ შანსს ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებ”, – განაცხადა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველს მიმდინარე კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულში ეწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 42 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2009-წლის ზაფხულში ფრანგმა "ბაიერნის” ხელმძღვანელობას "რეალში” გაშვება სთხოვა.

ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: