10:26 PM რიბერი: “მესისა და რონალდუს ტრიპლეტი არ მოუგიათ” | |
![]() "ბაიერნის” ვინგერი ფრანკ რიბერი დარწმუნებულია, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების უფრო დიდი შანსი აქვს, ვიდრე ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. "მთელი გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩავატარე. ყოველთვის ფორმაში ვიყავი და ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ეს სერიოზული არგუმენტია”. "მესიმ და კრიშტიანუმ უფრო მეტი გაიტანეს, თუმცა მათ ტრიპლეტი არ მოუგიათ, ჩემსგან განსხვავებით. ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა, ვფიქრობ, ამ ტიტულის მოგების უფრო დიდი შანსი მე მაქვს”. "აბიდალი 2008/09-წლების სეზონის დაწყებამდე ჩემს "ბარსელონაში” გადაბირებას ცდილობდა, ამაზე დავფიქრდი კიდეც, მაგრამ, მაშინ "ბაიერნთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებდა. ახლა პეპით აღფრთოვანებული ვარ, რადგან იგი არამხოლოდ საოცარი მწვრთნელი, არამედ სასიამოვნო პიროვნებაცაა. გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ იგი "ბაიერნს” უხელმძღვანელებდა”, – დაასრულა ფრანგმა. წყარო: Sportbild | |
|
სულ კომენტარები: 0 | |