8:55 PM რიბერი: ჩვენ ეს შედეგი არ დაგვიმსახურებია | |
![]() საქართველოსთან ვერმოგებულმა შეხვედრამ სრულიად საფრანგეთი აალაპარაკა. ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართ უმალვე წარმოიშვა კრიტიკის ქარ-ცეცხლი. "მამლების” ლიდერმა ფრანკ რიბერიმ France Football-ს მოკლე კომენტარი გაუკეთა. "ყველანი უბრალოდ იმედგაცრუებულები ვართ. ეს ნამდვილად არ დაგვიმსახურებია”, – განაცხადა მიუნხენის "ბაიერნის” შემტევმა ნახევარმცველმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს ვერ მოუგო (0:0). ქართველებისთვის დაფიქსირებული შედეგი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ 3-წაგებული მატჩის შემდეგ შევძელით და პირველად დავტოვეთ მინდორი დაუმარცხებლის სტატუსით "მამლებთან”. წყარო: France Football | |
|
სულ კომენტარები: 0 | |