ნახევარმცველი, როგორც ჩანს, სამუშაო ადგილს იანვარში შეიცვლის.
"რენის" გენერალურმა მენეჯერმა პიერ დრეოსიმ განაცხადა, რომ კლუბი 22-წლის ნახევარმცველის იან მვილას შეჩერებას არ აპირებს და მზადაა ინგლისის ან რუსეთის რომელიმე კლუბში გაყიდოს.
"ჩვენ მვილას გავუშვებთ, თუ საინტერესო შემოთავაზებას მივიღებთ. მას წასვლა ძალიან სურს, თუმცა ეს თუ არ მოხდა ზამთარში, ზაფხულში მოხდება. ამაში რაიმე აღმაშფოთებელს ვერ ვხედავ. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მვილას ტრანსფერი ჩაიშალა, მაგრამ ჩვენ გვსურს მოვძებნოთ გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ამჟამად, როგორც ჩანს, იანს დიდი შანსი აქვს ინგლისში ან რუსეთში გადასვლის",-განაცხადა დრეოსიმ.
შეგახსენებთ, რომ ადრე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენდნენ "ლივერპული" და "არსენალი", ასევე ძალიან სურს მისი ხილვა საკუთარ გუნდში "ქპრ"-ს ახალ მწვრთნელს ჰარი რედნაპს. რაც შეეხება რუსულ კლუბებს, მვილას გადაბირებით სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" სერიოზულადაა დაინტერესებული.