10:31 PM
რეინა:”მინდა “ლივერპულზე” უფრო მაღალი დონის გუნდში ვითამაშო”


პეპე რეინამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს თავისი ლივერპულული მომავალი ეჭვქვეშ დააყენა…

მოგეხსენებათ, ესპანელი მეკარე დღესდღეობით "ლივერპულში” ირჯება. "SUN”-თან ინტერვიუში რეინამ მასზე და მერსესაიდულ კლუბზე ისაუბრა:”ჩემი სამომავლო გეგმები ნათელია. "ლივერპულთან” კიდევ სამ წლიანი კონტრაკტი მაკავშირებს. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, მაგრამ მე არასოდეს ვამბობ არასოდეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არაა გამორიცხული, იმ შემთხვევაში, თუ შანსი მომეცა, მერსესაიდი დავტოვო და უფრო მაღალი დონის გუნდში გადავიდე. დარწმუნებული ვარ კლუბი ჩემს ასეთ გადაწყვეტილებას სწორად გაიგებს და შეაფასებს.”

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრების კიპერით ძირითადად ორი გრანდი – "არსენალი” და ბარსელონაა” დაინტერესებული. "მეთოფეთა” თავკაცი, არსენ ვენგერი დიდი ხანია უკმაყოფიებას გამოთქვავს შესნის გარჯის გამო და მას რეინა პოლონელის საუკეთესო შემცვლელად მიაჩნია. რაც შეეხება "ბლაგურნას”, აქ უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდის მთავარი მეკარე, ვიქტორ ვალდესი გუნდს კონტრაკტის ამოწურვის შემდეგ, ანუ მომავალ ზაფხულს დატოვებს. ხოლო, კატალონიელთა ბოსების ინტერესთა სფეროში მოქცეულ მეკარეთაგან ერთ-ერთი პეპე რეინაა. ამ ორ ფაქტორს ისიც ემატება, რომ "ლივერპულში” ამ ზაფხულს ახალგაზრდა ბელგიელი მეკარე, სიმონ მინოლე მოვიდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ რეინამ მერსესაიდი ამ სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს.


Highlights

ნანახია: 307 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: