1:43 PM
რეინა: “მესმის, რატომ უნდა სუარესს “ლივერპულიდან” წასვლა”



"ლივერპულის” გოლკიპერმა, პეპე რეინამ თანადგომა გამოუცხადა თანაგუნდელს. მოგეხსენებათ, სუარესს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, რადგან მედიისგან და საფეხბურთო ასოციაციისგან ნორმალურ დამოკიდებულებას ვერ გრძნობს.

"ძალიან მინდა, სუარესი "ლივერპულში” დარჩეს, მაგრამ კარგად მესმის, თუ რატომ უნდა უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა. როდესაც "უფრო ძლიერს” ვახსენებ, მხედველობაში არ მაქვს კონკრეტულად კლუბი. იმას ვგულისხმობ, რომ მას ისეთი ადგილი უნდა, სადაც ტიტულებისთვის იბრძოლებს, იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და კონკურენციას გაუწევს საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს”, – განაცხადა რეინამ.

"ასეთ სიტუაციაში და მედიისგან ასეთ დამოკიდებულებაში ნებისმიერ ფეხბურთელს გაუჭირდებოდა ძლიერად და ბედნიერად ყოფნა, არა მხოლოდ სუარესს. ვიმეორებ, რომ მინდა, ლუისი ჩვენთან დარჩეს, თუმცა წასვლის შემთხვევაში, მას გავუგებ”.

წყარო :Sky Sports

ნანახია: 333 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: