10:08 AM
რეინა “ბარსელონაში” გადასვლას აპირებს



გოლკიპერი "ლივერპულში” დაბრუნებაზე არ ფიქრობს.

ამ ეტაპზე, პეპე რეინა არენდის სახით "ნაპოლიში” თამაშობს, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ესპანელმა "ლივერპულის” მაისურით ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. საეჭვოა, რომ ბრენდან როჯერსის გუნდში პეპე კვლავ სასტარტო შემადგენლობის კიპერად იქცევა.

ეს თავად ესპანელსაც ესმის, სწორედ ამიტომ, ყველაფრის გაკეთებას ეცდება იმისათვის, რათა "ბარსელონაში” ვიქტორ ვალდესის ადგილი დაიკავოს.

შეგახსენებთ, ვალდესმა კატალონიელების რიგების მომავალ ზაფხულს დატოვება გადაწყვიტა, რის გამოყენებასაც რეინა აპირებს. კიპერს იმ ფაქტით სარგებლობა უნდა, რომ "ლივერპულს” არ სჭირდება და "ბარსელონას” აინტერესებს. იტალიაში არენდის ვადის ამოწურვის შემდეგ, ესპანელი ყველაფრის გაკეთებას ეცდება, რათა სამშობლოში დაბრუნდეს.

წყარო: Metro

ნანახია: 323 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: