12:58 PM
"რედ ბულზი" ანრის "არსენალში" გაშვებას არ აპირებს




ჟერარ ულიე,რომელიც ნიუ-იორკ "რედ ბულზის" საერთაშორისო დეპარტამენტში მუშაობს,თვლის,რომ ტიერი ანრის "არსენალში" დაბრუნება არ შედგება.

გასულ სეზონში,მოგეხსენებათ,ანრი "არსენალში" "რედ ბულზმა" არენდით გაუშვა,როდესაც MLS-ში შესვენება იყო გამოცხადებული.ბოლო პერიოდში ხშირად წერენ იმის შესახებ,რომ კვლავაც შესაძლებელია ნიუ-იორკულმა კლუბმა ფრანგი ვეტერანი "არსენალში" კვლავ გაანათხოვროს.

მაგრამ,ულიე ირწმუნება,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გავრცელებული ხმებია და კონკრეტული ინფორმაცია ამ გარიგების შესახებ არ არსებობს.

"მე ამ არენდის შესახებ პრესაში წავიკითხე, - განუცხადა ულიემ Canal+-ს. - თუ ტიერი არსენს [ვენგერს] სჭირდება,მაშინ იგი გუნდის სპორტულ დირექტორს ენდი როკსბურგს უნდა დაკავშირებოდა,მაგრამ იგი ენდის არ დაკავშირებია".

"არ ვფიქრობ,რომ ეს არენდა ჩვენ რაიმეს შეგვმატებს.პირიქით,ანრის დასვენება სჭირდება".
 
ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: