10:32 PM “რეალს” ვილაშ-ბოაშის კანდიდატურა ჯერ კიდევ არ გამოურიცხავს | |
![]() "თეთრები” ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ, თუ კლუბი კარლო ანჩელოტის ხელში ვერ ჩაიგდებს. ამ ეტაპზე "რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის უმთავრესი კანდიდატი კარლო ანჩელოტია, თუმცა "პარი სენ ჟერმენს” იტალიელი სპეციალისტის გაშვება არ სურს. ფრანგული კლუბის ასეთი პოზიცია "რეალს” აიძულებს სხვა კანდიდატურები განიხილოს. არსებული ინფორმაციით, ანდრე ვილაშ-ბოაში, რომლის კანდიდატურაზეც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდნენ, ჯერ კიდევ რჩება ფლორენტინო პერესის მოკლე სიაში. ესპანეთში იუწყებიან, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს ადგილის დაკავების მესამე კანდიდატია. მასთან "სამეფო კლუბი” მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში გამართავს, თუ კარლო ანჩელოტის ან იუპ ჰაინკესის გადაბირებას ვერ შეძლებს. წყარო: AS | |
|
სულ კომენტარები: 0 | |