8:58 PM “რეალს” ილიარამენდი დაუბრუნდა | |
![]() "რეალის” ახალწვეული, ძალიან მალე, "ბლანკოსის” შემადგენლობაში თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. წინასასეზონო მზადების მიმდინარეობისას, "თეთრების” ნახევარმცველმა, ასიერ ილიარამენდიმ ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც, ჯერჯერობით, თავისი ახალი კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მიუხედავად ამისა, გუშინ, ასიერმა "ბლანკოსის” დუბლ-შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა, და, პრესის ინფორმაციით, მოედანზე "რეალის” უახლოეს შეხვედრაში უნდა გამოჩნდეს, სადაც მადრიდელები პრიმერა დივიზიონის ეგიდით, "ვილიარეალს” დაუპირისპირდებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ მადრიდელებმა 39 მილიონი ევრო არ დაიშურეს. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |