11:59 AM
“რეალს” ანჩელოტის გადაბირება ამ კვირაში სურს



"თეთრები” მთავარი მწვრთნელის დანიშვნას ჩქარობენ, რათა სატრანსფერო კამპანია წამოიწყონ.

გასულ უქმეებზე კარლო ანჩელოტის აგენტმა, რომლის კლიენტის ხილვაც მადრიდში სურთ, პარიზში "პსჟ”-სთან მოლაპარაკებები გამართა. პრესა ვარაუდობს, რომ ერნესტო ბრონზეტი პარიზელების ხელმძღვანელობის თავისი კლიენტის "რეალში” გაშვებაში დარწმუნებას ცდილობდა.

ესპანეთის ვიცე-ჩემპიონები იტალიელის სწრაფად გადაბირებას ცდილობენ, რადგან ფლორენტინო პერესს მომდევნო სეზონისათვის ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება, რათა მასთან ერთად სატრანსფერო კამპანია დაიწყოს.

ჯერჯერობით "პსჟ”-ს იმ სპეციალისტის გაშვება არ სურს, რომელმაც კლუბი გააჩემპიონა და გარდა ამისა, კინაღამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან "ბარსელონა” გამოთიშა ასპარეზობას. თუ მოლაპარაკებები გაიწელება, მაშინ "რეალი” მზადაა ალტერნატიული ვარიანტები განიხილოს.

წყარო: Football Espana

ნანახია: 331 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: