9:05 PM
“რეალმა” “ტოტენჰემს” ოფიციალური წინადადებით მიმართა



კარლო ანჩელოტის გარეტ ბეილი სჭირდება.

შეგახსენებთ, იტალიელმა თავკაცმა "რეალი” ოფიციალურად გუშინ ჩაიბარა, წარდგენისა და პრესკონფერენციის შემდეგ კი მასსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით საუბარი უნდა გამართულიყო.

პრესა დიდი ხანია, რაც მადრიდელების მხრიდან "დეზების” უელსელ ვინგერ გარეტ ბეილისადმი ინტერესს განიხილავს, თუმცა ინგლისელების ბოსები თავიანთი ვარსკვლავის გაშვებას არ აპირებენ, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლონ.

ახლა Mirror იტყობინება, რომ "რეალმა”, რომელიც მზადაა რამოდენიმე ფეხბურთელს შეელიოს, ლონდონურ კლუბს, შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალური წინადადებით მიმართა. ვარაუდობენ, რომ "ტოტენჰემის” ხელმისაწვდომ ფეხბურთელთა სიაშია არგენტინელი ანხელ დი მარიაც.

მოგეხსენებათ, "ტოტენჰემი” მზადაა ბეილს კვირაში 170 ათასი ფუნტი გადაუხადოს, თუ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ლონდონში დარჩენას გადაწყვეტს.

წყარო: Mirror

ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: