9:12 PM “რეალმა” შესაძლოა ლიორენტე არენდით აიყვანოს | |
![]() ამის შესახებ ფიფას აგენტმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ფორვარდი "იუვენტუსში” მას შემდეგ გადაბარგდა, როდესაც ბილბაოს "ატლეტიკთან” მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა. თუმცა, ჯერჯერობით, 28-წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. იტალიური და ესპანური პრესა კი იუწყებიან, რომ ფერნანდო ლიორენტემ შესაძლოა კლუბი იანვარში არენდის წესით დატოვოს, რათა ფორმა აღიდგინოს. "ფერნანდო ლიორენტე შესაძლოა "რეალმა” ინათხოვროს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც შეძლოს, რადგან იგი "იუვენტუსში” სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებს”, – განაცხადა ფიფას აკრედიტებულმა აგენტმა, ფრანსუა გალარდომ. წყარო: Football Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |