11:34 AM “რეალმა” შესაძლოა დი მარია ბეილის ტრანსფერის ნაწილი გახადოს | |
![]() არგენტინელი ვინგერი მომდევნო სეზონიდან შესაძლოა "ნისლიან ალბიონზე” ვიხილოთ. არასტაბილურმა ასპარეზობამ და ტრავმებმა მადრიდელების ხელმძღვანელობა აიძულეს, რომ ანხელ დი მარიას გაყიდვაზე დაფიქრებულიყვნენ. ესპანური პრესის ცნობით, "რეალმა” შესაძლოა ფეხბურთელი ბეილის ტრანსფერის ნაწილი გახადოს, თუ ასეთი "ბარტერი” (+ გარკვეული თანხა) "ტოტენჰემს” დააინტერესებს. გარდა ამისა, Daily Mirror-ის ცნობით, დი მარიას მიმართ უკვე დიდი ხანია იჩენს ინტერესს "მანჩესტერ სიტი”. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მანუელ პელეგრინი არგენტინელით "ცისფრების” შეტევის ხაზის ფლანგის გაძლიერებას გეგმავს, კლუბის ხელმძღვანელობა კი, თავის მხრივ, მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გამოყოს. დი მარიას ბედი, ამავდროულად, დიდწილად კარლო ანჩელოტიზეც იქნება დამოკიდებული, რომელმაც, რამოდენიმე დღის წინ, "თეთრები” ოფიციალურად ჩაიბარა. წყარო: Cadena Ser | |
|
სულ კომენტარები: 0 | |