5:02 PM
"რეალმა" ხაბი ალონსოსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო



"სამეფო კლუბს" გუნდის საკვანძო ნახევარმცველის შენარჩუნება სურს.

მიმდინარე შეთანხმების თანახმად,ხაბი ალონსოს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება,სწორედ ამიტომ,კლუბს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

იტყობინებიან,რომ მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო,რომელმაც ალონსო მადრიდულ გრანდს 2015-წლამდე უნდა დააკავშიროს.

ესპანური პრესის ინფორმაციით,"რეალი" მზად არის ალონსოს წელიწადში ხელფასის სახით 4,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ,რომ ხაბი ალონსო "ბლანკოსის" ღირსებას 2009-წლიდან იცავს.იგი "რეალში" ინგლისური "ლივერპულიდან" გადავიდა.
 
ნანახია: 254 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: