3:44 PM “რეალმა” კაზემირო ოფიციალურად გაიფორმა | |
![]() მადრიდულმა კლუბმა "სან-პაულუს” ნიჭიერი ბრაზილიელი ნახევარმცველის კონტრაქტი მთლიანად გამოისყიდა. 18-წლის კაზემირო მადრიდში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის თვეში გადაბარგდა, თუმცა არენდის წესით, და "რეალის” მეორე გუნდის შემადგენლობაში მოუწია ასპარეზობა – "კასტილიაში”. სულ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში 15 შეხვედრა ჩაატარა, აპრილში "ბეტისის” წინააღმდეგ "ბლანკოსის” პირველი გუნდის მაისურით ჩატარებული ერთი თამაშის ჩათვლით. ეს ყველაფერი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რათა "რეალის” ბოსები ფეხბურთელის კონტრაქტის ექვს მილიონ ევროდ გამოსყიდვაში დაერწმუნებინა. თავად კაზემირომ "სამეფო კლუბთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ცნობისათვის, ნახევარმცველი "რეალის” მეორე საზაფხულო შენაძენია. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მადრიდელებმა ლევერკუზენის "ბაიერიდან” დანი კარვახალი დაიბრუნეს. წყარო: www.realmadrid.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |