11:12 AM
“რეალმა” და “მან სიტიმ” “ბარსელონას” სატრანსფერო ომი გამოუცხადეს



ესპანური გამოცემა El Confidencial-ის ინფორმაციით, რომელიც შიდა წყაროებზეა დაყრდნობილი, "რეალ მადრიდის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და "მანჩესტერ სიტის” გენერალური მენეჯერი ფერან სორიანო ერთობლივად მოქმედებენ სატრანსფერო ბაზარზე.

საქმე ისაა, რომ "რეალს” "მან სიტის” ფეხბურთელების შესყიდვა პირველ რიგში შეეძლება და პირიქით. მაგალითად,ესპანეთში აქტიურად საუბრობენ დავიდ სილვას მადრიდში ტრანსფერზე. გუნდები ერთობლივად მუშაობენ სკაუტურ სამუშაოზეც. დაახლოებით მსგავსი შეიძლება ითქვას "პსჟ”-ს, "მონაკოსა” და "ანჟის” შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო დროს "ბაზარზე” ამ გუნდების სახელები რომ ისმის.

"ქალაქელთა” ურთიერთობა "ბლანკოსთან” "ბარსასთვის” სერიოზული პრობლემა უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ ეს კავშირი მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც კატალონიელებმა ნეიმარის ხელჩი ჩაგდება შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "სიტიმ” "ბარსელონას” სერხიო აგუეროს ტრანსფერზე სწორედ "რეალის” კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ უთხრა უარი.

წყარო: El Confidencial

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: