8:11 PM
“რეალმა” ბეილს მაისური შემოუნახა



უელსელს მადრიდში 11 ნომერი უკვე ელოდება.

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემის” შემტევი ნახევარმცველის შეძენით "პსჟ” და "რეალი” არიან დაინტერესებულნი, "დეზები” კი თავიანთი გუნდის ვარსკვლავის სანაცვლოდ, რეკორდული თანხის, 85 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავენ.

Mirror იტყობინება, რომ "თეთრებმა” უკვე გაამზადეს იმნომრიანი მაისური, რომელიც გარეტს "ტოტენჰემში” აცვია. მსგავსი ტაქტიკა მადრიდელებმა უკვე გამოიყენეს, როდესაც ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე მუშაობდნენ.

"რეალის” 11-ნომრიანი მაისური ამჟამად თავისუფალია, გასულ სეზონში კი იგი რიკარდო კარვალიოს ეცვა, რომელიც მომდევნო სეზონიდან "მონაკოს” ღირსებას დაიცავს.

წყარო: Mirror

ნანახია: 310 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: