10:04 PM “რეალმა” ბეილის სანაცვლოდ 117 მილიონის გადახდა გადაწყვიტა! | |
![]() ესპანური პრესა იუწყება, რომ სწორედ ზემოთნახსენებ თანხას შესთავაზებენ მადრიდელები "ტოტენჰემს” უელსელი ვინგერის სანაცვლოდ. ავტორიტეტული Marca-ს ცნობით, "რეალი” მზადაა გარეტ ბეილის სანაცვლოდ 117 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ნაწილ-ნაწილ, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. სავსებით შესაძლებელია, "ტოტენჰემი” ასეთ წინადადებას არ დათანხმდეს, რადგან, ცოტა ხნის წინ, 97,8 მილიონ ევროიანი შეთავაზება უკვე უარყო, რომლის გადახდასაც "ბლანკოსი” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავდა. შეგახსენებთ, პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბეილი "ტოტენჰემის” მაისურით თამაშზე უარს ამბობს. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |