4:18 PM “რეალმა” ანჩელოტისთან მოლაპარაკებები წამოიწყო | |
![]() მადრიდული კლუბი ჟოზე მოურინიოს შემცვლელს ეძებს. ესპანური პრესა წერს იმის შესახებ, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ "პარი სენ ჟერმენის” თავკაცთან კარლო ანჩელოტისთან წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა "პსჟ”-ს ფუნქციონერებს უკვე განუცხადა, რომ იგი "პარკ დე პრენსის” დატოვებას "რეალის” სამწვრთნელო პოსტის დაკავების გამო აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ კარლო ესპანეთის დედაქალაქში აღმოჩნდება, მაშინ "პსჟ”-ში იგი შესაძლოა ჟოზე მოურინიომ, რაფაელ ბენიტესმა ან არსენ ვენგერმა შეცვალოს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |