0:16 AM “რეალის” უკანასკნელი შეთავაზება: 85 მილიონი და კოენტრაო ბეილის სანაცვლოდ | |
![]() "ბლანკოსი” ბედს კიდევ ერთხელ სცდის. უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გარეტ ბეილი "ტოტენჰემში” რჩება, თუმცა, "რეალი”, მიუხედავად ამისა, ლონდონურ კლუბს, უელსელის ტრანსფერთან დაკავშირებით, უკანასკნელი წინადადებით მაინც მიმართავს: "ბლანკოსი” მზადაა ლონდონელებს 85 მილიონი ევრო გადაუხადოს და გარდა ამისა, 24-წლის ნახევარმცველის გამო, მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაოც დაუთმოს. პორტუგალიელი "ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, სამაგიეროდ ფაბიოს შეძენით ძალიანაა დაინტერესებული მისი თანამემამულე ანდრე ვილაშ-ბოაში, რომელმაც კოენტრაოს საკუთარი გუნდის რიგებში ხილვის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ზემოთნახსენები არგუმენტი შესაძლოა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტს, მაშინ, დიდი ალბათობით, 85 მილიონი – ეს მაქსიმალური თანხაა, რომელიც ამ ეტაპზე შესაძლოა "რეალმა” შეაგროვოს. ცოტა ხნის წინ, "ტოტენჰემმა” ბეილს ფასი უკვე დაადო, "სუფთა” ასი და მეტი მილიონი ევრო კი, რომელსაც "დეზების” პრეზიდენტი დენიელ ლევი ითხოვს, ესპანურ მხარეს უბრალოდ არ აქვს, რადგან ფლორენტინო პერესს არ შეუძლია ესპანეთში არსებული ფინანსური კრიზისის გამო საჭირო თანხა ბანკებში აღებული კრედიტების საშუალებით იშოვნოს. შეგახსენებთ, გუშინ, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეილს "ტოტენჰემის” მაისურით ასპარეზობა აღარ უნდა, და არაა გამორიცხული, უელსელმა, რომელმაც წინასასეზონო მზადების მნიშვნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მაინც მადრიდში გადაბარგდეს. წყარო: Metro | |
|
სულ კომენტარები: 0 | |