4:44 PM
“რეალის” სამეფო გეგმა



მადრიდელები ზაფხულში სერიოზულად გეგმავენ გაძლიერებას.

"სამეფო კლუბს” უკვე ძალიან ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, თუმცა ამჯერად ყურადღებას მხოლოდ 3 ფეხბურთელზე გავამახვილებთ.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ივლისში მადრიდში დაბრუნდება დანიელ კარვახალი. 21 წლის მარჯვენა მცველი "რეალის” აღზრდილია, მიმდინარე სეზონს კი ლევერკუზენის "ბაიერში” ატარებს, თუმცა "თეთრებს” გამოსყიდვის უფლება აქვთ. ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა ნამდვილად ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ფლორენტინო პერესის ყურადღებაც მიიპყრო. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ევრო იქნება.

"რეალის” მთავარი სამიზნე გარეთ ბეილია. უელსელის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონს შეადგენს, ამხელა თანხის გადახდა კი მადრიდელებს არ სურთ. ფლორენტინო პერესი ამ ტრანსფერში გონსალო იგუაინის ან ანხელ დი მარიას ჩართვას გეგმავს. ტრანსფერი ძალიან რეალური გახდება იმ შემთხვევაში, თუ "ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა.

ინტერესის სფეროშია ილქაი გიუნდოგანიც. "ბორუსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრაში. ამავე პოზიციაზე განიხილება მარკო ვერატის და კონდოგბიას კანდიდატურებიც. სავარაუდოთ, ეს ტრანსფერი "რეალის” ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან მადრიდელებს დიდი ალბათობით კარლო ანჩელოტი უთავკაცებს.

ნანახია: 266 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: