10:13 AM
“რეალის” მხოლოდ სამ ფეხბურთელს არ აქვს კონფლიქტი მოურინიოსთან




პორტუგალიელს მხოლოდ ესიენთან, მოდრიჩთან და დიეგო ლოპესთან აქვს კარგი ურთიერთობა.

პრაქტიკულად უკვე მთელი "რეალია” "განსაკუთრებულზე” გაბრაზებული. კონფლიქტის ახალი ტალღა დორტმუნდში "ბორუსიასთან” განცდილი მარცხის შემდგომ წამოვიდა. მაშინ პორტუგალიელმა თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა, მარცხში მხოლოდ ისინი დაადანაშაულა.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ განმეორებითი მატჩისათვის გუნდის კარგად მომზადება მოახერხა, ტურინიდან გამოთიშვამ ფეხბურთელებს მთელი ის ღვარძლი გადმოანთხევინა, რომელიც მთელი ამ სეზონის განმავლობაში დაუგროვდათ. სწორედ ამას უკავშირდება ბოლო ინტერვიუ, სადაც ფეხბურთელები გულღიად ადანაშაულებენ "განსაკუთრებულს” კასილიასის უპატივცემულობაზე, სერხიო რამოსსა და კრიშტიანუ რონალდუს რისხვაზე, რომლებიც ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობას მწვრთნელს აბრალებენ.

ახლა გუნდი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ფეხბურთელებს მწვრთნელი სძულთ, მწვრთნელს კი – ფებურთელები. სპეციალისტს ნორმალური ურთიერთობა მხოლოდ დიეგო ლოპესთან, მაიკლ ესიენთან და ლუკა მოდრიჩთან აქვს, რაც გასაკვირი არაა.

სწორედ ამ კონფლიქტმა აიძულა ფლორენტინო პერესი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გაეთავისუფლებინა დაკავებული პოსტიდან. პერესს გუნდის შიგნით მეტი კონფლიქტი აღარ სურს, სწორედ ამიტომ, პორტუგალიელს შეატყობინა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იგი "რეალს” დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოურინიო ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშნეს, სადაც ბარგის შესაკრავი ყუთები და სკოტჩი შეიძინა.

ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: