10:19 PM “რეალის” ლეგენდებმა “მანჩესტერის” ლეგენდები დაამარცხეს (ვიდეო) | |
![]() დღეს "ოლდ ტრაფორდზე” საქველმოქმედო სახის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა” და "რეალ მადრიდის” ლეგენდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ესპანელებს დარჩათ. ანგარიში მორიენტესმა გახნსა, წონასწორობა ნისტელროიმ აღადგინა, თუმცა დე ლა რედის გოლით "რეალი” კვლავ წინ გავიდა. აღსანიშნავია, რომ მატჩს სერ ალექს ფერგიუსონიც ესწრებოდა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა მშვენივრად იხალისა ლეგენდარული ფეხბურთელების ბურთაობით. გუნდების შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა: "რეალი”: კონტრერასი, სანჩესი, სალგადო, ელგერა, პავონი, მაკმანამანი, სანზი, ვასკესი, სანამავისკა, მაკელელე, იერო, ფიგუ, ზიდანი, მორიენტესი, ვან ნისტელროი, დე ლა რედი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |