გასაკვირია, მაგრამ ნათელია, რომ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს რაფაელ ბენიტესის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სურთ.
ესპანურმა გამოცემამ Marсa-მ ჩაატარა გამოკითხვა, თუ რომელი სპეციალისტი უნდა დაინიშნოს "თეთრების" მთავარ მწვრთნელად, "რეალის" გულშემატკივრებს უმეტეს ნაწილს კი სურს, რომ მათი საყვარელი გუნდის თავკაცად რაფაელ ბენიტესი დაინიშნოს, რომელმაც "დამღუპველი" ჟოზე მოურინიო უნდა შეცვალოს.
გამოკითხვაში მონაწილე გულშემატკივრების 21,4% თვლის, რომ მადრიდელების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ყველაზე კარგი ვარიანტი ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესია. ესპანელი სპეციალისტის შემდეგ მოდის იოაჰიმ ლიოვი, რომელსაც გულშემატკივრების 19,5%-მა დაუჭირა მხარი.
დანარჩენი პრეტენდენტები ამ სპეციალიტებს ძალიან უკან ჩამორჩნენ. "სუონსის" თავკაცის მიკაელ ლაუდრუპის გუნდში დანიშვნა 15,6%-ს სურს, "კასტილიას" მენტორის ალბერტო ტორილიას 12,6%-ს, იურგენ კლოპის 4,5%-ს, არსენ ვენგერის 3,1%-ს, ხოლო რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, რომელსაც პრესა მადრიდის სახელს აქტიურად უკავშირებს, გულშემატკივრების მხოლოდ 2%-ს სურს იტალიელის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ხილვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 21,2%-ს საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია და კვლავ ჟოზე მოურინიოს ენდობიან.