3:39 PM
“რეალიდან” დიეგო ლოპესიც მიდის?



ამჟამად მადრიდის "რეალის” პირველმა მეკარემ, დიეგო ლოპესმა, შესაძლოა სეზონის ბოლოს დატოვოს კლუბი. როგორც გახსოვთ, ის იანვარში იკერ კასილასის შემცვლელად მოიყვანეს, თუმცა კარგი თამაშის გამო ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა.

ახლა, როცა ჟოზე მოურინიოს წასვლა გადაწყვეტილია, დიეგო ლოპესიც დაფიქრდა თავის მომავალზე. მისი აზრით, პორტუგალიელის არყოფნაში, დიხანს მოუწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.

გოლკიპერმა კარიერა შეიძლება "მილანში” ან "ჩელსიში” გააგრძელოს. მოუ სწორედ "არისტოკრატებში” გადაბარგებას გეგმავს და დიეგოს გაყოლებაც არ იქნება ძნელი. ალბათ გახსოვთ, ადრე თავად განაცხადა, ლოპესი კასილასს მირჩევნიაო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იანვრიდან მოყოლებული, ლოპესმა პრიმერაში 15 მატჩი ჩაატარა.

წყარო: El Mundo Deportivo

ნანახია: 335 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: