11:39 PM “რეალი” ვარანს გაუხანგრძლივებს | |
![]() "ბლანკოსის” 20-წლის მცველის მიმდინარე კონტრაქტი 2017-წლის ზაფხულამდე მოქმედებს. მოგეხსენებათ, რაფაელმა მუხლის ტრავმა მოირჩინა და ცოტა ხნის წინ, ვარჯიშიც განაახლა. ვარანმა ინდივიდუალური ვარჯიშები დაიწყო და ახალი სეზონს, წესით, სრულად გამოჯანმრთელებული უნდა შეხვდეს. ამჟამად, ვარანის ყოველწლიური ანაზღაურება ერთ მილიონ ევროს შეადგენს. "თეთრები” კი აპირებენ ფრანგს კონტრაქტი კიდევ ორი წლით, 2019-წლამდე გაუხანგრძლივონ და შესაბამისად, ხელფასიც გაუზარდონ. 2011-წლის ზაფხულში, ვარანის სანაცვლოდ "რეალმა” "ლანსს” ათი მილიონი ევრო გადაუხადა. ამ წელს კი, რაფაელმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. წყარო: Lequipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |