მატჩი: "რეალი" - "ვალენსია"
ტურნირი: ესპანეთის კოპა დელ რეი
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ"
თარიღი: 14.01.2013
დრო: 23:55 საათი
პირდაპირი რეპორტაჟი:LIVETV.RU
მიმდინარე სეზონში, როგორც "რეალი", ასევე "ვალენსიაც" ძალიან ცუდად გამოიყურებიან, ორივე კლუბს ჩემპიონატში საქმე არც თუ ისე კარგად მისდის: მადრიდული გრანდი მისთვის უჩვეულო მე-3 ადგილზე , ხოლო ვალენსიური კლუბი უფრო უჩვეულო მე-8 ადგილზე იმყოფება.
თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ "მფრინავი ღამურები" ძალიან მძიმე პერიოდს გადიან. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კლუბმა უნაი ემერი გაანთავისუფლა დაკავებული პოსტიდან და მის ადგილზე მაურისიო პელეგრინო დანიშნა, თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც და ესპანეთის თასზეც კარგად ასპარეზობდა, თუმცა ლა ლიგაში კატასტროფულ თამაშს აჩვენებდა, რაც შემდგომ ჩემპიონთა ლიგაზეც გადაიზარდა, სწორედ ამიტომ, ვალენსიელების ხელმძღვანელობამ პელეგრინოც გაანთავისუფლა და ამჟამად გუნდს ერნესტო ვალვერდე თავკაცობს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ვალენსიამ" 8 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა. დღევანდელ შეხვედრაში ტრავმების გამო გუნდს სერხიო კანალესი, ჟერემი მატიე და გუნდის კაპიტანი დავიდ ალბელდა დააკლდებიან, ხოლო სოფიან ფეგული აფრიკის თასზე გაემგზავრა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ "ვალენსიამ" სამეფო თასის 1/8 ფინალში, ორი მატჩის ჯამში "ოსასუნა" 4:1 დაამარცხა.
"ბლანკოსისთვის" მიმდინარე სეზონი არც თუ ისე კარგად მიდის, კლუბი ჩემპიონატში საშინელ თამაშს აჩვენებს, მადრიდის "ატლეტიკო" "რეალს" 7, ხოლო "ბარსელონა" 18 ქულით უსწრებს და როგორც ვხედავთ "თეთრებს" ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ საჩემპიონო შანსი უკვე დაკარგული აქვს. გარდა ამისა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ვერ მოახერხა პლეი-ოფში პირველი ადგილით გასვლა, უკეთესი ადგილით პლეი-ოფში დორტმუნდის "ბორუსია" გავიდა. დღევანდელ შეხვედრაში "რეალს" წამყვანი ცენტრალური მცველები სერხიო რამოსი და პეპე ვერ დაეხმარებიან, მათგან პირველს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული, ხოლო მეორე ტრავმირებულია და გუნდს მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ასევე გეტყვით იმასაც, რომ "რეალმა" სამეფო თასის 1/8 ფინალში, ორი მატჩის ჯამში "სელტას" 5:2 მოუგო.