7:53 PM “რეალი” სუარესით ინტერესდება | |
![]() "სამეფო კლუბის” ხელმძღვანელები, ურუგვაელი ფორვარდის შეძენაზე უარს არ იტყოდნენ. მიუხედავად ბრენდან როჯერსის განცხადებისა იმასთან დაკავშირებით, რომ ლუის სუარესი არ იყიდება, ევროპული გრანდები მასზე დაკვირვებას მაინც აგრძელებენ. როგორც ესპანური მედია იტყობინება, მადრიდის "რეალი” სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელის გადაბირებითაა დაინტერესებული. "თეთრებს” შეტევის ხაზის გაძლიერება ნამდვილად სურთ. წყაროზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით, რომ ფლორენტინო პერესმა სუარესი შესაძლო ტრანსფერთა სიაში შეიყვანა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ურუგვაელის სატრანსფერო თანხა, 40 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა მადრიდელები მოლაპარაკებების დაწყებასა და ფასის დაკლების მცდელობასთან დაკავშირებით ფიქრობენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |