10:09 PM
“რეალი” სუარესის შეძენას ეცდება



მადრიდელებმა "ლივერპულის” ფორვარდისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს.

"სამეფო კლუბმა” ურუგვაელისადმი, რომლის ხელში ჩაგდება გუნდს ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, არაფორმალური ინტერესი გამოხატა, იუწყება Goal.com.

რადგან "ბლანკოსს” პირველი გუნდიდან მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდი ჰყავს, კარიმ ბენზემას სახით, "რეალი” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ეცდება.

მიუხედავად ამისა, მერსისაიდელები თავიანთი თავდამსხმელის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებენ, და მათი პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება, თუ "ლივერპული” მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ამჯერად, "წითლები” ფორვარდის შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებენ.

წყარო: Goal.com

ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: