9:10 PM “რეალი” სუარესის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელს და 25 მილიონს ჩამოდის | |
![]() როგორც სათაურიდან ჩანს, მადრიდის "რეალი” სერიოზულადაა დაინტერესებული ლუის სუარესის შეძენით. ესპანური გამოცემა Sport იუწყება, რომ "რეალი” მზადაა, ურუგვაელი ფორვარდის სანაცვლოდ მერსისაიდელებს 25 მილიონი ევრო გადაუხადოს. გარდა ამისა, მადრიდელები ლივერპულში ორ მთავარ ტალანტს: ხოსე როდრიგესსა და ალვარო მორატას უშვებენ. ლუისის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი” და "მანჩესტერ სიტიც” არიან დაინტერესებულნი, თუმცა, თუ ფეხბურთელი "ენფილიდს” დატოვებას განიზრახავს, ის მხოლოდ "სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავა. შეგახსენებთ, რომ სუარესის ამჟამინდელი კონტრაქტი "წითელებთან” 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |