8:52 PM “რეალი”: “შესანიშნავი გუნდი გვყავს, იოზილის გარეშეც კი” | |
![]() მადრიდში თავიანთი "ათიანის” გაყიდვის შემდეგ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. შეგახსენებთ, ამ ზაფხულს "თეთრებმა” გარეტ ბეილი შეიძინეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, "არსენალში” გაუშვეს პლეიმეიკერი მესუთ იოზილი, 42 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ. კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, სამი ხედირა და უამრავი გულშემატკივარი 24-წლის გერმანელის გაშვების გამო ძალიან განაწყენებულები დარჩნენ, განაცხადეს, რომ ასეთი ფეხბურთელის შემცვლელის მოძებნა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ფეხბურთელები მხოლოდ იოზილის გაშვების ფაქტით არიან უკმაყოფილოები, ხოლო აი, რაც შეეხება ტრანსფერის პირობებს, ეს უარყოფით ემოციებს არ იწვევს. "შესანიშნავი გუნდი გვყავს, იოზილის გარეშეც კი”, – ციტირებს მადრიდული გუნდის დირექტორთა გუნდის სიტყვებს Marca. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |