12:45 PM
"რეალი"რონალდუს ნაკრებში არ გაუშვებს



მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი გარემარბი კრიშტიანუ რონალდუ, ვერ დაეხმარება საკუთარ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში გაბონის წინააღმდეგ.

გუშინდელ შეხვედრაში, "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაშისას პორტუგალიელს წარბი გაუსკდა, რამაც მის მხედველობას გარკვეული პრობლემები შეუქმნა.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი მადრიდში დარჩება და სარეაბილიტაციო პროცესს აქ გაივლის. შესაბამისად ის გაბონის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ნანახია: 320 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რეალირონალდუს ნაკრებში არ გაუშვებს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: