9:21 PM
"რეალი" "ოსასუნასთან" მატჩის მსაჯობით უკმაყოფილოა



მადრიდული კლუბის დირექტორმა მიგელ პარდესამ "თეთრების" პამპლონელებთან მატჩის მთავარი არბიტრის მოქმედება გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ კლოს გომესმა მოედნიდან კაკა გააძევა და "ოსასუნას" საჯარიმოში კალეხონის წაქცევისათვის პენალტი არ დანიშნა.

"11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ვფიქრობ, რომ კაკა გაძევებას არ იმსახურებდა. მთავარი არბიტრის გადწყვეტილება რიკარდოს გაძევებასთან დაკავშირებით უსამართლოა. გარდა ამისა, მასპინძელთა ფეხბურთელმა ოიერმა ბურთი განზრახ გააჩერა ხელით და იმ დროს მას ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა, თუმცა კლოს გომესმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა",-აცხადებს პარდესა.
ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: