4:18 PM
"რეალი" მზადაა კაკა ნებისმიერ ფასად გაყიდოს



მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოფნა კლუბისთვის ზედმეტი ტვირთია.

როგორც El Economista იტყობინება, "რეალის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გუნდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, რომელიც რიკარდო კაკა აღმოჩნდა, კლუბი უნდა დატოვოს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფინანსური ხარჯებია. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს იღებს.

იმის გათვალისწინებით, რომ კაკას გადაბირებით არცერთი კლუბი არაა დაინტერესებული, "ბლანკოსი" მზადაა ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას. თუ უახლოეს დროში ეს სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ მადრიდელების ხელმძღვანელობა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წამოიწყებს. რადგან, "რეალს" არ სურს, რომ რიკარდომ "სანტიაგო ბერნაბეუზე", გაფორმებული კონტრაქტის გათვალისწინებით, კიდევ ორი სეზონი გაატაროს.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: