2:59 PM “რეალი” მზადაა ბეილის გამო სატრანსფერო რეკორდი დაამხოს | |
![]() "თეთრები” უელსელი შემტევი ნახევარმცველის ხელში ჩაგდებას ყველანაირი გზით ცდილობენ. ბეილის აგენტის ჯონათან ბარნეტის მიერ ესპანური პრესისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ამ ზაფხულს უელსელის "რეალში” შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით კვლავ ალაპარაკდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემი” მთელი ძალებით ეცდება თავისი ლიდერის შენარჩუნებას, "რეალი” ნებისმიერ ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რათა ეს ტრანსფერი განახორციელოს. ვარაუდობენ, რომ ფლორენტინო პერესი, რომელიც "რეალის” მართვას 2017-წლამდე გააგრძელებს, რადგან "სამეფო კლუბის” საპრეზიდენტო არჩევნებზე არცერთმა მისმა კონკურენტმა მასთან კონკურენციის გაწევა არ ისურვა, ბეილის ხელში ჩაგდებისათვის ყველაფერს გააკეთებს. არსებობს ინფორმაცია, რომ პერესი მზადაა სატრანსფერო რეკორდი დაამხოს, რათა ვინგერი შეიძინოს. "რეალი” "ტოტენჰემის” "შეცდენას” 85 მილიონ ფუნტად ეცდება. შეგახსენებთ, ამჟამინდელი სატრანსფერო რეკორდიც ფლორენტინო პერესს ეკუთვნის, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ 80 მილიონ ფუნტად იყიდა, როდესაც მადრიდელების პრეზიდენტად აირჩიეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |