დაწყვილდნენ თუ არაა გუნდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პირველი, რაც გავიფიქრე იყო, "რონალდუ ოლდ ტრაფორზე ბრუნდება" შემდეგ გავაანალიზე და მივხვდი, რომ მხოლოდ რონალდუს მანჩესტერში დაბრუნება არ იყო ამ მატჩის მთავარი ინტრიგა, არამედ საქმე უფრო დიდ რამესთან გვქონდა. მანჩესტერი და რეალი, ეს ორი ბობოლა კლუბი, მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა წარმომადგენლები, კლუბები, რომლებსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი და ბიუჯეტი აქვთ, კლუბები, რომლებსაც წვრთნიან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები და ბოლოს ფეხბურთელები, რომლებიც უბრალოდ მსოფლიო ნაკრების წევრობის ღირსნი არიან, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ უეინ რუნისა და რონალდუს არ დასახელება უბრალოდ ამ სტატიას ვფიქრობ ყველანაირ ელფერს დააკარგვინებდა.
კრიშტიანუ რონალდუ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ამას წლებია მისი შედეგები და ბრწყინვალე თამაში ადასტურებს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ თუ ვის მიუძღვის უდიდესი წვლილი პორტუგალიელის პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში?! რასაკვირველია სერ ალექს ფერგიუსონს, ადამიანს, რომელმაც ლისაბონის სპორტინგიდან 18 წლის რონალდუს გადმოსაბირებლად მილიონები არ დაუშურებია. ნაადრევად დაობლებულ კრიშტიანუს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მამასავით ედგა გვერდში ფერგიუსონი, მან თავიდანვე იგრძნო მისი უდიდესი შესაძლებლობების შესახებ გამხდარიყო მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიის ნაწილი და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ამიტომაც არ მორიდებია და მანჩესტერ იუნაიტედის 7 ნომრიანი მაისური თამამად მოარგო 18 წლის პორტუგალიელს, მაისურით რომლითაც თვით ჯორჯ ბესტის, ერიკ კანტონას და მადრიდის რეალში ახლად გადაბარგებულ დევიდ ბექჰემს უასპარეზიათ.
რონალდუ ყოველთვის ღიად გამოხატავდა ფერგიუსონის მიმართ ღრმა პატივისცემას და მადლიერებას, ის მისით დღესაც აღფრთოვანებულია და მიიჩნევს, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ოლდ ტრაფორზე ფერგის ძეგლი დაუდგეს, მან ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა და გამოხატა სურვილი მასთან შეხვედრის და აი აუხდა კიდევაც, არ ვიცი რონალდუს მასთან შეხვედრა ამ სახით თუ სურდა, მაგრამ აშკარაა ისინი ერთმანეთს მადრიდშიც შეხვდებიან 13 თებერვალს და 5 მარტს მანჩესტერშიც, აი მეორე შეხვედრის შემდეგ ვინ უფრო ბედნიერი და კმაყოფილი იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ერთადერთი რასაც ვისურვებდი მე ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთის გულშემატკივარი, რომ მატჩმა გაამართლოს ის მოლოდინი, რომელიც მასზე ნამდვილად ჭარბად ვრცელდება და ვიხილოთ შესანიშნავი მატჩი, რომლის ანალოგიც ძნელად თუ გაგვახსენდება. 2003 წლის 1/4 ფინალი რეალსა და მანჩესტერს შორის დღესაც ჩემთვის ყველაზე სანახაობრივ მატჩად ითვლება, დრამატიზმითა და სიხარულით აღსავსე, სიხარულით იმისა, რომ იმ დღეს ოლდ ტრაფორზე შეკრებილმა ადამიანებმა და მილიონობით ტელე-მაყურებლებმა ვიხილეთ ზღაპრული მატჩი და ბრაზილიელი რონალდო!
საინტერესო იქნება მოურინიოსა და ფერგიუსონის შეხვედრაც, მოგეხსენებათ მათ ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და ბევრი მიიჩნევს, რომ ჟოზეს მადრიდული კარიერის შემდეგ კვლავ ინგლისი და მანჩესტერ იუნაიტედი ელოდება, რადგან ფერგიუსონი უახლოეს მომავალში სამწვრთნელო კარიერის დასრულებას აპირებს და მის უმთავრეს შემცვლელად სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტი სახელდება. რეალისა და მანჩესტერის ხელმძღვანელებმა ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება ისევ გამოავლინეს, თავად ფერგიუსონმა მოურინიოსთვის ღვინის ჩუქებაც კი გადაწყვიტა პატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების გამოსავლენად. თავად მოურინიომ კი განაცხადა, რომ ფერგიუსონი მსოფლიოს საუკეთესოპ მწვრთნელია შესანიშნავი გუნდითა და ბრწყინვალე ფეხბურთელებით რის გამოც მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მოუწევს 1/4 ფინალში გასასვლელად.
მანჩესტერ იუნაიტედის დახვედრა კრიშტიანუს მიმართ არ ვიცი როგორი იქნება, ალბათ თბილად უნდა შეხვდნენ ფეხბურთელს, რომელმაც მათთვის უამრავი სასიხარულო ეპიზოდი შექმნა, უამრავი ტიტული მოუპოვა კლუბს და შესანიშნავი თამაშით ყველას დაამახსოვრა თავი. დარწმუნებული ვარ, თუ ის გოლს გაიტანს თავს შეიკავებს აღნიშვნისაგან, ისევე როგორც ბერნაბეუზე ასევე ოლდ ტრაფორდზეც, თუმცა სანამ გოლის აღნიშვნაზე მივიდოდეს საქმე მანამდე მანცესტერის შესანიშნავი დაცვის გარღვევა მოუწევს მან, იმ ადამიანების რომელთა გვერდითაც უასპარეზია და მეგობრული ურთიერთობა დღემდე აქვს, რიო ფერდინანდი კი მათ შორის აშკარად გამოსარჩევია, რომელმაც სოციალურ ქსელში უკვე მოასწრო დაპოსტვა კრიშტიანუსა და მადრიდის რეალის მოლოდინზე!
მატჩი, სადაც მოურინიო-ფერგიუსონი-რონალდუ-რუნი გაარკვევენ გამარჯვებულს, მადრიდის რეალისა და მანჩესტერ იუნაიტედის თანამედროვე ისტორიის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იქნება, ნაადრევი ფინალი- სხვა სიტყვებს მე პირადად ვერ ვპოულობ.